გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის წარმომადგენლებს შეხვდა

29-01-2026

საქართველოს თავდაცვის სამინისტროში ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენელთა დელეგაცია იმყოფებოდა. წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის წარმომადგენლებს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, პაატა პატიაშვილმა და თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, გენერალ-მაიორმა ირაკლი ჭიჭინაძემ უმასპინძლეს.


შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და აშშ-ს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობისა და რეგიონული უსაფრთხოების საკითხები განიხილეს. მინისტრის მოადგილის განცხადებით, არსებული გამოწვევებისა და საფრთხეების ფონზე, საერთო ინტერესებსა და ურთიერთნდობაზე დამყარებული თანამშრომლობა მნიშვნელოვანია.


თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელებული პროგრამები და სამომავლო პერსპექტივები მიმოიხილეს. აღინიშნა საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში ქართველი სამხედრო მოსამსახურეების წვლილი და ერთობლივ სამხედრო სწავლებებში მონაწილეობის მნიშვნელობა.


ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031