გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დავით ჩიხელიძე უკრაინისათვის ნაჩუქარი გენერატორების უკრაინულ ვებგვერდზე პირატულად გაყიდვის ამბავზე: ომში მყოფ ქვეყანაში, სადაც კორუფციის პრობლემა სისტემური და დღემდე დაძლეული არ არის, ჰუმანიტარული დახმარების არამიზნობრივი გამოყენების რისკი ყოველთვის

29-01-2026

„საქართველოს მთავრობის მიერ უკრაინისთვის გადაცემული გენერატორების, უკრაინულ ვებგვერდებზე გაყიდვის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია, სამწუხაროდ, სრულებით არ გამოიყურება დაუჯერებლად. ომში მყოფ ქვეყანაში, სადაც კორუფციის პრობლემა სისტემური იყო წარსულშიც და დღემდე ბოლომდე დაძლეული არ არის, ჰუმანიტარული დახმარების არამიზნობრივი გამოყენების რისკი ყოველთვის მაღალია“, - წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში.


მისი შეფასებით, ევროკავშირის განცხადებები იმის შესახებ, რომ უკრაინამ ყველა აუცილებელი პირობა შეასრულა და წევრობისთვის მზად არის, სასაცილოა, რადგან საუბარია არა ინსტიტუციურად გამართულ და კორუფციისგან თავისუფალ სახელმწიფოზე, არამედ პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზე, რომელიც გეოპოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარეობს და არა რეალური რეფორმების შედეგებიდან.


„საქართველოს მთავრობის მიერ უკრაინისთვის გადაცემული გენერატორების უკრაინულ ვებგვერდებზე გაყიდვის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია, სამწუხაროდ, სრულებით არ გამოიყურება დაუჯერებლად. ომში მყოფ ქვეყანაში, სადაც კორუფციის პრობლემა სისტემური იყო წარსულშიც და დღემდე ბოლომდე დაძლეული არ არის, ჰუმანიტარული დახმარების არამიზნობრივი გამოყენების რისკი ყოველთვის მაღალია. ამ კონტექსტში განსაკუთრებით პარადოქსულად გამოიყურება ევროკავშირის განცხადებები, თითქოს უკრაინამ ყველა აუცილებელი პირობა შეასრულა და წევრობისთვის მზად არის.


რეალობაში, საუბარია არა ინსტიტუციურად გამართულ და კორუფციისგან თავისუფალ სახელმწიფოზე, არამედ პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზე, რომელიც გეოპოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარეობს და არა რეალური რეფორმების შედეგებიდან“, - წერს ჩიხელიძე.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930