გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მიხეილ სააკაშვილი: ნუ, გრანტებზე ჩვენებმა უკვე ისწავლეს - სომხეთში ან სხვა ქვეყნებში ხსნიან ანგარიშებს და ეგრე შემოაქვთ საარსებო ფული

30-01-2026

რაც შეეხება გრანტების ე.წ. კანონს და მეწარმეებისთვის აზრის გამოთქმის აკრძალვას, ასეთი რამე თანამედროვეობის ყველაზე უარეს დიქტატორებსაც არ მოსვლიათ თავში, - წერს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი, სოციალურ ქსელში.


როგორც სააკაშვილი აცხადებს, უკვე ისწავლეს, რომ სომხეთში ან სხვა ქვეყნებში ხსნიან ანგარიშებს და ასე შემოაქვთ საარსებო ფული.


ასევე, ის მიმართავს საშუალო და წვრილ ბიზნესს და აღნიშნავს, რომ ოპოზიციის დაფინანსება და საკუთარი აზრის თამამად გამოხატვა მათი გადარჩენის ერთადერთი გზაა.


„რაც შეეხება გრანტების ე.წ. კანონს და მეწარმეებისთვის აზრის გამოთქმის აკრძალვას, ასეთი რამე თანამედროვეობის ყველაზე უარეს დიქტატორებსაც არ მოსვლიათ თავში. ნუ გრანტებზე ჩვენებმა უკვე ისწავლეს - სომხეთში ან სხვა ქვეყნებში ხსნიან ანგარიშებს და ეგრე შემოაქვთ საარსებო ფული. ხოლო ბიზნესს იმიტომ შეეხნენ, რომ ბიზნესმა აშკარად დაიწყო ოპოზიციის დაფინანსება, იმიტომ რომ მიხვდა ეს მისთვის გადარჩენის ერთადერთი შესაძლებლობაა.


ის სიტუაცია, რომ იქით ივანიშვილია და აქეთ მარტო 1-2 პერსონაჟი და მთავრობის და ოპოზიციის ფინანსებიც მონოპოლიზებულია - ქვეყნისთვის ძალიან ცუდია. ამ ბოლო დროს, როგორც ჩანს გამოჩნდნენ სხვებიც, რომლებიც მინიმალურად, მაგრამ მაინც ეხმარებიან აქტივისტებს და ოპოზიციურ ჯგუფებს და ჯაყო ამით უკიდურესად შეშფოთებულია.


მინდა მივმართო საშუალო და წვრილ ბიზნესს - ოპოზიციის დაფინანსება და თქვენ მიერ საკუთარი აზრის თამამად გამოხატვა - თქვენი და ქვეყნის გადარჩენის ერთადერთი გზაა!“ - წერს მიხეილ სააკაშვილი.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივნისი 2026    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930