გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საგამოძიებო სამსახურმა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე ერთი პირი დააკავა

30-01-2026

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, სსიპ - სურსათის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული სამმართველოს უფროსი ინსპექტორი დააკავეს.


გამოძიებით დადგინდა, რომ საჯარო მოხელე მატერიალური სარგებლის სანაცვლოდ, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიღებულ ინფორმაციას მოსალოდნელი ინსპექტირების შესახებ, შემოწმებამდე რამდენიმე დღით ადრე, შპს „ფერმერთა სახლის“ მმართველს აწვდიდა. ამ ქმედების მიზანი იყო, კომპანიას თავიდან აერიდებინა მოსალოდნელი დაჯარიმება. დადგინდა, რომ აღნიშნული მეწარმე ქალაქ გორში ახორციელებდა კომპანია BAYER-ის პრეპარატის, LUNA SENSATION-ის სახელით ფალსიფიცირებული აგროქიმიკატის რეალიზაციას.


საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით.


კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საჯარო მოხელეებსა და მათთან დანაშაულებრივ გარიგებაში შესვლის მსურველ პირებს, თავი შეიკავონ მსგავსი უკანონო ქმედებებისგან. საგამოძიებო სამსახურის რეაგირება ნებისმიერ შემთხვევაში იქნება მყისიერი და მკაცრი.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივნისი 2026    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930