გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სამეგრელოს პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავა - ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკი

30-01-2026

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით წარსულში მსგავსი დანაშაულისთვის არაერთხელ ნასამართლევი 2 პირი: 1973 წელს დაბადებული ვ.კ. და 1984 წელს დაბადებული ბ.ქ. დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. 

უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება და ფსიქოტროპული ნივთიერება ამოიღეს, მათ შორის: „მეთადონი“ და „პრეგაბალინი“.

„საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ასევე, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისთვის საჭირო მასალები.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 261-ე და 273-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - ნათქვამია განცხადებაში.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივნისი 2026    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930