გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თამთა მეგრელიშვილი აქტივისტების მიერ „პოს ტვ“-ის ჟურნალისტის შეურაცხყოფაზე: ეს არის დღევანდელი აქციის მონაწილეების კრებსითი სახე - უჯიშო, უსამშობლო, უზრდელი და მოძალადე არსებები! ჩემი სოლიდარობა ნათია კვარაცხელიას

30-01-2026

„სახელმწიფოს არ აღიარებენ, კონსტიტუციას არ აღიარებენ, კანონს არ აღიარებენ, სიძულვილს და ღვარძლს თესავენ - ამ ყველაფერს აკეთებენ იმიტომ, რომ არც ერთი მათგანი, ვინც ამ 300-კაციან შეკრებებზე დგას - ოჯახში არ გაზრდილა“, - წერს „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში.


მეგრელიშვილი გამოეხმაურა „პოს ტვ“-ის ჟურნალისტის მიმართ, ოპოზიციონერი აქტივისტების მხრიდან განხორციელებულ შეურაცხმყოფელ ფაქტს. მისი შეფასებით, აქტივისტებისთვის უცხოა ქალის პატივისცემა, ქართველობა და ყველაფერი ის, რაც ადამიანს ადამიანად წარმოაჩენს.


„სახელმწიფოს არ აღიარებენ, კონსტიტუციას არ აღიარებენ, კანონს არ აღიარებენ, სიძულვილს და ღვარძლს თესავენ - ამ ყველაფერს აკეთებენ იმიტომ, რომ არც ერთი მათგანი, ვინც ამ 300-კაციან შეკრებებზე დგას - ოჯახში არ გაზრდილა. მათთვის უცხოა ქალის პატივისცემა, უცხოა ქართველობა, უცხოა ყველაფერი მორალური, რაც ადამიანს ადამიანად წარმოაჩენს. ეს არის დღევანდელი აქციის მონაწილეების კრებსითი სახე - უჯიშო, უსამშობლო, უზრდელი და მოძალადე არსებები! ჩემი სოლიდარობა ულამაზეს და უჭკვიანეს ნათია კვარაცხელიას!“, - წერს მეგრელიშვილი.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივნისი 2026    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930