გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ცოტნე ანანიძე: აჭარის მთავრობის სხდომაზე მოვისმინეთ სწორი მიდგომები, როგორ უნდა განვითარდეს ტურიზმი ზემო აჭარაში, ამავდროულად, სულხან თამაზაშვილის და პრემიერის ერთობლივი გადაწყვეტილებით, გაიზარდა სოციალური ფონდი, რაც მნიშვნელოვანია

30-01-2026

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი „ქართული ოცნებიდან“ ცოტნე ანანიძე აჭარის მთავრობის სხდომაზე ზემო აჭარაში სამთო ინფრასტრუქტურის და ტურიზმის განვითარების განხილვას სოციალურ ქსელში აფასებს.


როგორც ანანიძე წერს, სხდომაზე სწორი მიდგომები გაჟღერდა აღნიშნულ საკითხებთან მიმართებით. მისივე თქმით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარის ერთობლივი გადაწყვეტილებით, გაიზარდა სოციალური ფონდი.


„დღეს, აჭარის მთავრობის სხდომაზე, მოვისმინეთ სწორი ფორმულა, მიდგომები - თუ როგორ უნდა განვითარდეს სამთო ინფრასტრუქტურა და ტურიზმი ზემო აჭარაში. ამავდროულად, სულხან თამაზაშვილის და პრემიერ-მინისტრის ერთობლივი გადაწყვეტილებით, გაიზარდა სოციალური ფონდი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი მოქალაქეების საცხოვრისით უზრუნველყოფისთვის“, - წერს ცოტნე ანანიძე.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930