გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: დღეს მდგომარეობა ძალიან მძიმეა ევროპულ ბიუროკრატიაში, თუ იქნება გარდამტეხი ცვლილებები, ამ შემთხვევაში, მიდგომაც შეიცვლება ქართველი ხალხისა და ჩვენი სახელმწიფოს მიმართ

30-01-2026

დღეს მდგომარეობა ძალიან მძიმეა ევროპულ ბიუროკრატიაში, თუ იქნება გარდამტეხი ცვლილებები, ამ შემთხვევაში, მიდგომაც შეიცვლება ქართველი ხალხისა და ჩვენი სახელმწიფოს მიმართ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.


პრემიერ-მინისტრს კითხვა დაუსვეს ერთი წლის პარლამენტის თავმჯდომარის მიერ ევროკავშირის ელჩისათვის გაგზავნილ წერილზე, რომელსაც ევროკავშირი ამ დრომდე არ გამოხმაურებია, რაზეც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ევროკავშირისგან არ ელოდება ჯანსაღ პოზიციას.


„ოპტიმისტურად ვერ ვიქნები განწყობილი იმდენი ხანი გაგრძელდა ძალადობის მხარდაჭერა, ძალადობის წახალისება ჩვენს ქვეყანაში, რომ აქაც არ ველოდებით ჯანსაღ პოზიციას, თუმცა იმედია იქნება გარდამტეხი ცვლილებები ევროპულ ბიუროკრატიაში. დღეს მდგომარეობა ძალიან მძიმეა ევროპულ ბიუროკრატიაში, თუ იქნება გარდამტეხი ცვლილებები, ამ შემთხვევაში, მიდგომაც შეიცვლება ქართველი ხალხისა და ჩვენი სახელმწიფოს მიმართ", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივნისი 2026    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930