გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთეს

2-02-2026

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში შემოტანის ბრალდებით - 1981 წელს დაბადებული ჯ.ქ. დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.


„სამართალდამცველებმა თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე სასაზღვრო გამშვებ პუნქტ „სარფის“ ტერიტორიაზე დააკავეს. ბრალდებულის პირადი და სამგზავრო ჩანთის ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება და ფსიქოტროპული ნივთიერება, მათ შორის: 979 აბი „მდმა“ და „პრეგაბალინის“ შემცველი 47 კაფსულა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 261-ე და 262-ე მუხლებით ვმიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივნისი 2026    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930