გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე დააკავეს

3-02-2026

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად, დაბა ბაკურიანში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, 1982 წელს დაბადებული თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე ო.ი. დააკავეს.

ინფორმაციას საქართველოს სასაზღვრო პოლიცია ავრცელებს.


მათივე ცნობით, ო.ი. თურქეთის სამართალდამცავი ორგანოების მიერ საერთაშორისო დონეზე იძებნებოდა წითელი ცირკულარით, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის, სამი პირის განზრახ მკვლელობისა და ორი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე.


დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930