გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კირცხალიამ შვედურ მხარეს მიმართა: დროს ნუ დახარჯავთ საქართველოში არარსებულ პრობლემებზე შფოთვაში, სჯობს იმ მძიმე და ობიექტურად შემაშფოთებელი გამოწვევების მოგვარებაზე იზრუნოთ, რის წინაშეც დღეს თქვენი სახელმწიფო დგას

3-02-2026

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ, შვედეთის სახელმწიფოს მოუწოდა, „დროს ნუ დახარჯავენ საქართველოში არარსებულ პრობლემებზე შფოთვაში“ და ამის ნაცვლად, საკუთარ სახელმწიფოში არსებულ შემაშფოთებელი გამოწვევების მოგვარებაზე იზრუნონ.


როგორც კირცხალიამ აღნიშნა, მმართველი გუნდი შეშფოთებულია შვედეთში გაზრდილი დისკრიმინაციული, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების, ორგანიზებული დანაშაულის რისკის დონის და ზოგადად, კრიმინალის მაჩვენებლის ზრდით.


ამავე დროს, ქართული მხარის შეშფოთების საგანია „ეკონომიკური სტაგნაცია და ფაქტი, რომ შვედეთის ეკონომიკა მაღალი ინფლაციის, სუსტი შიდა მოთხოვნის და საყოფაცხოვრებო ვალების გამო სირთულეების წინაშე დგას.“


მისი თქმით, საქართველო აუცილებლად გააგრძელებს მონიტორინგს და მომავალშიც გამოხატავს მზარდ შეშფოთებას შვედეთსა და სხვა ქვეყნებში ანტიდემოკრატიულ პროცესებთან დაკავშირებით.


„ამ ყველაფრის გათვალისწინებით, გულითადად მოგიწოდებთ, დროს ნუ დახარჯავთ საქართველოში არ არსებულ პრობლემებზე შფოთვაში და სჯობს იმ მძიმე და ობიექტურად შემაშფოთებელი გამოწვევების მოგვარებაზე იზრუნოთ, რის წინაშეც დღეს თქვენი სახელმწიფო დგას.


დასასრულ, აღვნიშნავ იმასაც, რომ ჩვენ აუცილებლად გავაგრძელებთ მონიტორინგს და მომავალშიც აუცილებლად გამოვხატავთ ჩვენს მზარდ შეშფოთებას შვედეთში და არა მხოლოდ ანტიდემოკრატიულ პროცესებთან დაკავშირებით“, - განაცხადა კირცხალიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930