გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
არალეგალური სასაკლაოები შიდა ქართლში- სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ობიექტები დააჯარიმა და საწარმოო პროცესი შეუჩერა

3-02-2026

სურსათის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის დეპარტამენტის ინსპექტორებმა არალეგალური სასაკლაოები გამოავლინეს. კერძოდ,  ქალაქ  გორში, ფიზიკური პირი თ.ჩ (მის: გოგებაშვილის N2), ხოლო ქალაქ ხაშურში ინდმეწარმეები ბ. კ. (მის: ყიფიანის N29) და პ. ნ. (მის: გურამიშვილის ჩიხი N2),  საქმიანობდნენ ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის და  სააგენტოსაგან მინიჭებული სავალდებულო აღიარების გარეშე. ინსპექტირების ფარგლებში გამოიკვეთა კრიტიკული შეუსაბამობები, სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების  დარღვევა, არასათანადო რეცხვა-დეზინფექცია,  ცხოველების დაკვლა ხდებოდა ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე .

გამოვლენილ დარღვევებზე გატარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები მეწარმეები დაჯარიმდნენ და  შეუჩერდათ საწარმო პროცესი.

ხორცისა და ხორცპროდუქტების წარმოების, გადამუშავებისა და რეალიზაციის კონტროლი სურსათის ეროვნული სააგენტოს პრიორიტეტული მიმართულებაა.   სააგენტოს ინსპექტორები მთელი საქართველოს მასშტაბით ყოველდღიურად ახორციელებენ სახელმწიფო კონტროლს. სააგენტო აქტიურად მუშაობს არალეგალური წარმოებების გამოვლენაზე.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31