გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კიკვაძე თანამშრომლებს შეხვდა

3-02-2026

საზოგადოებრივი მაუწყებლის „აჭარის ტელევიზიისა და რადიოს“ დირექტორი ირაკლი კიკვაძე ოფიციალურად საქმიანობას უკვე შეუდგა. დღეს იგი მაუწყებლის სხვადასხვა სამსახურის ხელმძღვანელს შეხვდა.


შეხვედრა ძირითადად გაცნობითი ხასიათის იყო. ირაკლი კიკვაძე თანამშრომლებს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრებმა სოსო სტურუამ და თამილა დოლიძემ წარუდგინეს. ისინი იმ წევრებს შორის იყვნენ, რომლებმაც ირაკლი კიკვაძის კანდიდატურას მხარი დაუჭირეს.


აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ახალი დირექტორი 29 იანვარს ღია კონკურსით შეარჩიეს.


ირაკლი კიკვაძე მაუწყებლის ხელმძღვანელობამდე ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი იყო. როგორც ის აცხადებს, აქვს დიდი ხნის გამოცდილება ტელევიზიისა და კინოს მიმართულებით.


შეგახსენებთ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს“ დირექტორის თანამდებობაზე ღია კონკურსი სამჯერ ჩატარდა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728