გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: ბოლო ხუთი წლის განმავლობაში საქართველო ყველაზე სწრაფად მზარდი ქვეყანაა ევროპაში - 2021 წლიდან 2025 წლამდე ჩვენი საშუალო წლიური ეკონომიკური ზრდა 9.3% იყო

3-02-2026

ბოლო ხუთი წლის განმავლობაში საქართველო ყველაზე სწრაფად მზარდი ქვეყანაა ევროპაში - 2021 წლიდან 2025 წლამდე ჩვენი საშუალო წლიური ეკონომიკური ზრდა 9.3% იყო, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 2026 წლის მსოფლიო მთავრობათა სამიტის ფარგლებში გამართულ მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრაზე „ინვესტიციების მომავალი" სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.


პრემიერის თქმით, ქვეყნის პოლიტიკური კონტექსტი საკმაოდ რთულია რეგიონში, თუმცა ამ სირთულეების მიუხედავად, პოლიტიკური სტაბილურობა და უწყვეტი მშვიდობა გვაქვს.


„მსოფლიო ამჟამად მრავალი გამოწვევის წინაშე იმყოფება, მათ შორის ეკონომიკური განვითარების სფეროში. ამგვარ სიტუაციაში, კონტექსტი საქართველოსთვისაც საკმაოდ რთულია, მაგრამ აქამდე წარმატებით ვახერხებთ სწრაფი ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფას.


ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, თუ მაჩვენებლებით ვიმსჯელებთ, საქართველო ყველაზე სწრაფად მზარდი ქვეყანაა ევროპაში. 2021 წლიდან 2025 წლამდე ჩვენი საშუალო წლიური ეკონომიკური ზრდა 9.3% იყო.


ასევე, საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, საქართველო მსოფლიოს პირველ ათეულშია ეკონომიკური ზრდის მიხედვით. ამას რამდენიმე მიზეზი ამყარებს - პირველია პოლიტიკური სტაბილურობა. ვიტყოდი, რომ ქვეყნის პოლიტიკური კონტექსტი საკმაოდ რთულია რეგიონში - უკრაინაში ომი მიმდინარეობს და ჩვენს ირგვლივ არსებული სიტუაცია საერთო ჯამში არ არის მარტივი. თუმცა, ამ სირთულეების მიუხედავად, პოლიტიკური სტაბილურობა და უწყვეტი მშვიდობა გვაქვს", - განაცხადა პრემიერმა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031