გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: რეგიონული დაძაბულობის პირობებში, ნამდვილი სტაბილურობა არა მხოლოდ კონფლიქტის არარსებობაა, არამედ ძლიერი ინსტიტუტების, პროგნოზირებადი პოლიტიკისა და მშვიდობისადმი ერთგულების დემონსტრირებაა

3-02-2026

რეგიონული დაძაბულობის პირობებში, ნამდვილი სტაბილურობა არა მხოლოდ კონფლიქტის არარსებობა, არამედ ძლიერი ინსტიტუტების, პროგნოზირებადი პოლიტიკისა და მშვიდობისადმი ერთგულების დემონსტრირებაა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 2026 წლის მსოფლიო მთავრობათა სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.


როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, პოლარიზაციის ეპოქაში დიპლომატიური შესაძლებლობები არანაკლებ მნიშვნელოვანია: პოლიტიკური და სტრატეგიული განსხვავებების მიღმა კონსტრუქციული ურთიერთობების შენარჩუნების უნარი ეკონომიკურ უპირატესობად იქცა.


„ამ ინსტიტუციურ და დიპლომატიურ საფუძველს უნდა შეესაბამებოდეს კარგად განვითარებული ინფრასტრუქტურა: მოდერნიზებული მაგისტრალები, პორტები და რკინიგზა, რაც საქონლის არა მხოლოდ სწრაფ, არამედ საიმედო და პროგნოზირებად გადაადგილებას უზრუნველყოფს. საქართველოს მნიშვნელობა მხოლოდ მისი მდებარეობით არ განისაზღვრება, არამედ იმითაც, თუ რა გააკეთა მან ამ მდებარეობით", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივნისი 2026    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930