გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პრემიერი: სერბეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და სერბეთს შორის არსებული ურთიერთობების დადებით დინამიკას, ვისაუბრეთ საერთო ინტერესების სფეროებში თანამშრომლობის შემდგომი განვითარების შესაძლებლობებზე

4-02-2026

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სერბეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ დურო მაცუტთან შეხვედრას სოციალურ ქსელ X-ში ეხმაურება.


მთავრობის მეთაურის თქმით, საუბარი შეეხო საქართველოსა და სერბეთს შორის არსებული ურთიერთობების დადებით დინამიკას.


„დუბაიში, 2026 წლის მსოფლიო მთავრობათა სამიტის ფარგლებში მქონდა შესაძლებლობა, შევხვედროდი სერბეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს დურო მაცუტს.


საუბარი შეეხო საქართველოსა და სერბეთს შორის არსებული ურთიერთობების დადებით დინამიკას, რაზეც რეგულარული მაღალი დონის დიალოგი და მზარდი დარგობრივი თანამშრომლობა მეტყველებს.


ვისაუბრეთ საერთო ინტერესების სფეროებში თანამშრომლობის შემდგომი განვითარების შესაძლებლობებზე", - აღნიშნავს ირაკლი კობახიძე.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031