გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი ჩაკვეტაძე: სასკოლო და საუნივერსიტეტო რეფორმებთან დაკავშირებული კანონები მიღებულია - მჯერა, თითოეული ეს გადაწყვეტილება ქართულ საგანმანათლებლო სივრცეს კიდევ უფრო წინ წაიყვანს!

4-02-2026

სასკოლო და საუნივერსიტეტო რეფორმებთან დაკავშირებული კანონები მიღებულია, - წერს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი ჩაკვეტაძე, სოციალურ ქსელში.


მისი განცხადებით, მიღებული გადაწყვეტილებები, ქართულ საგანმანათლებლო სივრცეს განავითარებს და კიდევ უფრო წინ წაიყვანს.


„სასკოლო და საუნივერსიტეტო რეფორმებთან დაკავშირებული კანონები მიღებულია.


მჯერა, თითოეული ეს გადაწყვეტილება ქართულ საგანმანათლებლო სივრცეს განავითარებს და კიდევ უფრო წინ წაიყვანს!


გვაქვს ამბიციური მიზანი - საქართველოში განათლების ხარისხი გაუმჯობესდეს და მან საერთაშორისო სტანდარტებსა და გამოწვევებს უპასუხოს“, - წერს ჩაკვეტაძე.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031