გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლევან კოჭლოშვილი: დემოკრატია ორმაგი სტანდარტებით ვერ იარსებებს, დემოკრატიული ღირებულებები მხოლოდ განცხადებებით არ იზომება - ისინი კონკრეტული ქმედებებით უნდა დადასტურდეს

5-02-2026

„ხალხის ძალის“ წევრი ლევან კოჭლოშვილი აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის იურიდიული კომიტეტის მიერ გამოქვეყნებულ შუალედურ ანგარიშს გამოეხმაურა სახელწოდებით „უცხოური ცენზურის საფრთხე, ნაწილი II: ევროპის ათწლიანი კამპანია გლობალური ინტერნეტის ცენზურისათვის და როგორ აზიანებს იგი გამოხატვის თავისუფლებას შეერთებულ შტატებში“, სადაც ანგარიშის ერთ-ერთი თავი ამტკიცებს, რომ „ევროკომისია რეგულარულად ერევა ევროკავშირის წევრი ქვეყნების ეროვნულ არჩევნებში“.


კოჭლოშვილის თქმით, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზეც ჰქონდათ მცდელობები გავლენის მოხდენისა, მაგრამ ქართველმა ხალხმა დამოუკიდებლად მიიღო საკუთარი გადაწყვეტილება და სცენარი ჩაუვარდათ.


„აშშ-ის კონგრესის იურიდიული კომიტეტის ანგარიშში მითითებულია, რომ ევროკავშირის ზოგი ინსტიტუტი ზეწოლას ახორციელებდა სოციალურ მედიაზე და შესაბამისად არჩევნებზე!


2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზეც ჰქონდათ მცდელობები გავლენის მოხდენისა, მაგრამ ქართველმა ხალხმა დამოუკიდებლად მიიღო საკუთარი გადაწყვეტილება და სცენარი ჩაუვარდათ. საქართველომ უკვე აჩვენა მაგალითი: როცა BBC ხელისუფლებას აქციებზე „კამიტის“ გამოყენებას აბრალებდა, გამოძიება ჩატარდა და სიმართლე დადასტურდა.


იგივე სტანდარტი ახლა ევროკავშირზეც უნდა გავრცელდეს - დემოკრატია ორმაგი სტანდარტებით ვერ იარსებებს, დემოკრატიული ღირებულებები მხოლოდ განცხადებებით არ იზომება - ისინი კონკრეტული ქმედებებით უნდა დადასტურდეს“, - წერს კოჭლოშვილი.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივნისი 2026    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930