გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
Reuters: მაკრონის მრჩეველმა მოსკოვში მოლაპარაკებები გამართა

5-02-2026

საფრანგეთის პრეზიდენტის დიპლომატიური მრჩეველი, ემანუელ ბონი სამშაბათს მოსკოვში იმყოფებოდა რუს მაღალჩინოსნებთან მოსალაპარაკებლად. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.


ერთ-ერთმა წყარომ აღნიშნა, რომ ბონი კრემლის თანამდებობის პირებს შეხვდა. მას დამატებითი დეტალები არ გაუმჟღავნებია, გარდა იმისა, რომ შეხვედრის მიზანი საკვანძო საკითხებზე, უპირველეს ყოვლისა კი უკრაინის თემაზე დიალოგის წარმოება იყო.


ორმა დიპლომატიურმა წყარომ განაცხადა, რომ მოკავშირეებს მიაწოდეს ინფორმაცია ამ ინიციატივის შესახებ, ბონმა კი მოლაპარაკებები გამართა იური უშაკოვთან, ვლადიმერ პუტინის უფროს მრჩეველთან.


საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მოლაპარაკებები არც დაადასტურეს და არც უარყვეს, თუმცა შეახსენეს ემანუელ მაკრონის სიტყვები იმის შესახებ, რომ რუსეთის ფედერაციასთან დისკუსიები ტექნიკურ დონეზე, სრული გამჭვირვალობით და უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან და მთავარ ევროპელ მოკავშირეებთან კონსულტაციებით მიმდინარეობს.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031