გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დავით სონღულაშვილი მალტის სუვერენული ორდენის ელჩს საქართველოში ტეოდორიკო ნანის შეხვდა

5-02-2026

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი მალტის სუვერენული ორდენის ელჩს საქართველოში ტეოდორიკო ნანის შეხვდა.


შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და მალტის სუვერენულ ორდენს შორის თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივები განიხილეს.


საუბარი ასევე შეეხო მინისტრის იტალიელ კოლეგასთან დაგეგმილი ვიზიტის მოსამზადებელ საკითხებს და თანამშრომლობის შესაძლო მიმართულებებს.


დავით სონღულაშვილის განცხადებით, ერთობლივი ინიციატივების განხორციელება ხელს შეუწყობს  ქვეყანაში აგროსექტორის განვითარებას, თანამედროვე პრაქტიკის დანერგვას და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებას.


გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი წმინდა საყდართან და მალტის სუვერენულ ორდენთან დავით მექვაბიშვილი,  სამინისტროს  საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროინტეგრაციის  დეპარტამენტის უფროსი დავით ჩიტაიშვილი და მალტის სუვერენული ორდენის სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031