გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ახალქალაქში ფიცის დადების ცერემონიალი გაიმართა

5-02-2026

ახალქალაქში, უფროსი სერჟანტი ზაზა ფერაძის სახელობის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრში სამხედრო მოსამსახურეების საწყისი საბრძოლო მომზადების კურსი დასრულდა. საკონტრაქტო სამსახურის რეკრუტებმა და წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში 8 თვით გაწვეულმა პირებმა სამხედრო ფიცი დადეს.

 

საზეიმო ცერემონიალს საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის ხელმძღვანელობა და რეკრუტების ოჯახის წევრები დაესწრნენ. პოლკოვნიკმა ზაქარია კალანდაძემ რეკრუტებს სიტყვით მიმართა და წარმატება უსურვა. წარჩინებულ რეკრუტებს სერტიფიკატები გადაეცათ.

 

საწყისი საბრძოლო მომზადების კურსის ფარგლებში რეკრუტებმა  ტაქტიკური და  საცეცხლე მომზადება გაიარეს. მათ ასევე შეისწავლეს პირველადი სამედიცინო დახმარება, ტოპოგრაფია და კავშირგაბმულობა.

 

დღეიდან როგორც საკონტრაქტო, ასევე წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეები თავდაცვის ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფში გადანაწილდებიან.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930