გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საგარეო პოლიტიკის ექსპერტი ბოჟო კოვაჩევიჩი ხორვატიის პრეზიდენტის საქართველოში დაგეგმილ ვიზიტს საქართველოს მიმართ მეგობრულ ჟესტად აფასებს

5-02-2026

ხორვატიულ სატელევიზიო არხზე “Nova TV” გავიდა სიუჟეტი ხორვატიის პრეზიდენტის საქართველოში დაგეგმილ ვიზიტთან დაკავშირებით, სათაურით: „პრეზიდენტი მილანოვიჩი პრეზიდენტ ყაველაშვილის მიწვევით საქართველოს ეწვევა- ქვეყანას, რომელიც ევროკავშირის სანქციების ქვეშ იმყოფება“.


საინფორმაციო გამოცემის მიხედვით, პრეზიდენტი ზორან მილანოვიჩი წლის პირველ ოფიციალურ ვიზიტს ამზადებს. იგი საქართველოში პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილის მიწვევით მიემგზავრება.


ამ საკითხზე საუბრისას, დიპლომატი და საგარეო პოლიტიკის ექსპერტი ბოჟო კოვაჩევიჩი ამბობს, რომ მიუხედავად იმისა, რომ საქართველო ევროკავშირის სანქციების ქვეშ იმყოფება, ხორვატიის პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოს მიმართ მეგობრული დამოკიდებულების გამოვლინებაა.


„პრეზიდენტ მილანოვიჩის ამ ვიზიტს საქართველოს მიმართ მეგობრულ ჟესტად მივიჩნევ. ჩვენ ვიცით, რომ საქართველო ევროკავშირის სანქციების ქვეშაა, რადგან მან უარი თქვა რუსეთის ფედერაციისთვის სანქციების დაწესებაზე“, - განმარტავს საგარეო პოლიტიკის ანალიტიკოსი ბოჟო კოვაჩევიჩი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728