გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა, მიმდინარე წლის იანვრის თვეში სამართალდარღვევის 32 ფაქტი გამოავლინეს

6-02-2026

სამართალდარღვევებიდან 28 ფაქტი ხე-ტყის უკანონო მოპოვება და ტრანსპორტირებაა.   ჯამში ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული სხვადასხვა სახეობის 112 კუბურ მეტრამდე ხე-ტყე, რომელიც სააგენტოს „საქმიან ეზოებში“ დასაწყობდა.

 

ხე-ტყის უკანონოდ მოპოვების ფაქტებიდან 1 სამართალდარღვევა გამოვლენილია იმერეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლების მიერ, 2 - სამცხე-ჯავახეთის, 1 - რაჭა- ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის,  4 - ქვემო ქართლის, 10 - კახეთის, 1- მცხეთა-მთიანეთის, 2- გურიის,  5 - სამეგრელო-ზემო სვანეთის, ხოლო 2 - შიდა ქართლის   სატყეო სამსახურის თანამშრომლების მიერ.  

 

ასევე,  გამოვლინდა სახელმწიფო ტყის თვითნებურად დაკავების 3 ფაქტი და 1 დაურეგისტრირებელი  სახერხი საამქრო კახეთის რეგიონში.

 

სამართალდარღვევებიდან სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს 3 ფაქტი, მასალები  გადაგზავნილია შესაბამის საგამოძიებო  უწყებაში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728