გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ისრაელის წამყვანი 60 ტურისტული კომპანიას საქართველოს ტურისტულ პოტენციალ გაეცნო

6-02-2026

ისრაელის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე IMTM 2026 მონაწილეობის პარალელურად, საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ, თელ-ავივში, ისრაელის 60 ტურისტული კომპანიისთვის პრეზენტაცია გამართა.


ღონისძიების ფარგლებში, ქართველ და ისრაელელ ტუროპერატორებსა და სასტუმროების წარმომადგენლებს შორის B2B შეხვედრა შედგა.


 საუბარი შეეხო თანამშრომლობის გაღრმავებასა და ერთობლივი ტურისტული პაკეტების შემუშავებას. ღონისძიების მიზანია ისრაელიდან საქართველოში ტურისტული ნაკადების გაზრდა.


ისრაელი საქართველოსთვის მნიშვნელოვანი ტურისტული ბაზარია. ისრაელი საქართველოს საერთაშორისო ვიზიტორთა ტოპ ათეულში შედის.


საქართველოს ქალაქებსა და თელ-ავივს შორის რეგულარული ფრენები სრულდება.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31