გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
შსს-ს გენერალურმა ინსპექციამ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით დაცვის პოლიციის თანამშრომელი დააკავა

6-02-2026

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით მოსამართლის განჩინების საფუძველზე 1997 წელს დაბადებული ე.კ. დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. 

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მოსამსახურე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებით ბათუმის ბულვარში უკანონო მფარველობას უწევდა მეუღლის მშობლების ბიზნესსაქმიანობას.


„გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ე.კ. ბრალდებულის სახით დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

აქვე შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, 31 იანვარს სამართალდამცველების მიერ ქრთამის აღების ბრალდებით უკვე დაკავებულია დაცვის პოლიციის დეპარტამენტის კიდევ ერთი თანამშრომელი – 2002 წელს დაბადებული ა.მ., რომელმაც გარევაჭრობის მფარველობის სანაცვლოდ, მოქალაქისგან ქრთამის სახით გარკვეული რაოდენობის თანხა აიღო. ა.მ.ს- მიერ ჩადენილ დანაშაულთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728