გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დავით ჩიხელიძე ევროსაბჭოს მიერ უცხოური ჩარევის წინააღმდეგ ზრუნვის დაწყებაზე: რაც გუშინ „დემოკრატიის უკუსვლად“ ცხადდებოდა, დღეს უკვე აღიარებულია როგორც სახელმწიფოს თვითდაცვის აუცილებელი მექანიზმი

6-02-2026

„სიმბოლურია, რომ ახლა, როდესაც უცხოური ჩარევის პრობლემა ევროპის მასშტაბით სულ უფრო მწვავედ აღიქმება, ევროსაბჭო თავად იწყებს საკანონმდებლო ჩარჩოების გადახედვას და გამოცდილების გაზიარებას სთხოვს საქართველოს. უფრო მეტიც, ევროსაბჭოს გენერალური მდივნის ინიციატივით მომზადებულ ანგარიშში მთავარი მსჯელობის თემა სწორედ ის საკითხებია, რომელთა გამო საქართველო წლების განმავლობაში მწვავე კრიტიკის ობიექტი იყო“, - წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში. მისი შეფასებით, რაც გუშინ „დემოკრატიის უკუსვლად“ ცხადდებოდა, დღეს უკვე აღიარებულია როგორც სახელმწიფოს თვითდაცვის აუცილებელი მექანიზმი. საქართველოს გამოცდილება კი, რომელიც თავდაპირველად მიუღებლად ითვლებოდა, ახლა საერთაშორისო დონეზე პრაქტიკულ მაგალითად განიხილება.


„საქართველოს ხელისუფლება იყო პირველი, რომელიც ღიად დაუპირისპირდა გლობალურად გავრცელებულ ლიბერალურ დღის წესრიგს და უცხოური გავლენების წინააღმდეგ სამართლებრივი ბრძოლის გზას დაადგა. იმ პერიოდში, დასავლური ინსტიტუტების ნაწილი ამ პროცესს დემოკრატიისთვის საფრთხედ აფასებდა, მაშინ როცა საქართველო აღნიშნულ ნაბიჯს, სუვერენიტეტის და ეროვნული ინტერესების დაცვის ერთადერთ გზად მიიჩნევდა.


სწორედ ამ კონტექსტში შეიქმნა საკანონმდებლო ბაზა, რომელიც მიზნად ისახავდა გარე ჩარევების შეზღუდვას, უცხოური დაფინანსების კონტროლს და პოლიტიკურ პროცესებზე არაპირდაპირი ზემოქმედების შეზღუდვას. ეს ნაბიჯები თავიდანვე მწვავე კრიტიკის საგანი გახდა მათ შორის იმ ორგანიზაციების მხრიდან, რომლებიც დღეს თავად დგანან მსგავსი გამოწვევების წინაშე. სიმბოლურია, რომ ახლა, როდესაც უცხოური ჩარევის პრობლემა ევროპის მასშტაბით სულ უფრო მწვავედ აღიქმება, ევროსაბჭო თავად იწყებს საკანონმდებლო ჩარჩოების გადახედვას და გამოცდილების გაზიარებას სთხოვს საქართველოს. უფრო მეტიც, ევროსაბჭოს გენერალური მდივნის ინიციატივით მომზადებულ ანგარიშში მთავარი მსჯელობის თემა სწორედ ის საკითხებია, რომელთა გამო საქართველო წლების განმავლობაში მწვავე კრიტიკის ობიექტი იყო. ამ პროცესმა ნათლად აჩვენა, რომ ის, რაც გუშინ „დემოკრატიის უკუსვლად“ ცხადდებოდა, დღეს უკვე აღიარებულია როგორც სახელმწიფოს თვითდაცვის აუცილებელი მექანიზმი. საქართველოს გამოცდილება კი, რომელიც თავდაპირველად მიუღებლად ითვლებოდა, ახლა საერთაშორისო დონეზე პრაქტიკულ მაგალითად განიხილება“, - წერს ჩიხელიძე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728