გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სასამართლომ ახმეტის მუნიციპალიტეტში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო

6-02-2026

თელავის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განზრახ მკვლელობისთვის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარებისთვის ბრალდებული დამნაშავედ ცნო.


სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2025 წლის 11 მაისს, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქისტაურში, ბრალდებულმა კონფლიქტის დროს დაზარალებულს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა. მიღებული დაზიანების შედეგად დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა.


ბრალდებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) და 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარება) წარედგინა.


სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930