გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: ჩვენი ამოცანაა საზოგადოების ერთიანობა და დებატების მიზანი ამას ემსახურება, გვინდა, ერთად დავსხდეთ განსხვავებული მოსაზრებების მქონე ადამიანებთან ერთად და ვცადოთ ჭეშმარიტების დადგენა ყველა თემასთან დაკავშირებით

7-02-2026

ჩვენი ამოცანაა საზოგადოების ერთიანობა და დებატების მიზანი ამას ემსახურება, გვინდა, ერთად დავსხდეთ განსხვავებული მოსაზრებების მქონე ადამიანებთან ერთად და ვცადოთ ჭეშმარიტების დადგენა ყველა თემასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.


მისი თქმით, საქართველოს ხელოვნურად, ქვეყნის გარედან თავს ახვევდნენ სიძულვილს, უნდოდათ, საზოგადოება ბოლომდე გაეხლიჩათ ორ ნაწილად ქვეყანა ამას უნდა დაუპირისპირდეს.


„ჩვენი მიზანია დეპოლარიზაციის ხელშეწყობა. საქართველოში ხელოვნურად, ქვეყნის გარედან თავს გვახვევდნენ სიძულვილს, უნდოდათ, საზოგადოება ბოლომდე გაეხლიჩათ ორ ნაწილად. ჩვენ ამას უნდა დავუპირისპირდეთ, ჩვენი ამოცანა, მიზანი არის საზოგადოების ერთიანობა და დებატების მიზანი ამას ემსახურება. ჩვენ გვინდა, ერთად დავსხდეთ განსხვავებული მოსაზრებების მქონე ადამიანებთან ერთად და ერთად ვცადოთ ჭეშმარიტების დადგენა ყველა თემასთან დაკავშირებით. ეს არის ერთადერთი სწორი გზა, რაც ჩვენს ქვეყანას მიიყვანს დეპოლარიზაციამდე", - განაცხადა პრემიერმა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930