გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: ერთი რამ, რაც არ ექვემდებარება გადახედვას, არის ის, რომ განათლების სისტემას სჭირდება ფუნდამენტური რეფორმა, რათა ქართველმა ახალგაზრდებმა მიიღონ სათანადო ხარისხის განათლება

7-02-2026

ერთი რამ არის, რაც არ ექვემდებარება გადახედვას, ეს არის ის, რომ განათლების სისტემას სჭირდება ფუნდამენტური რეფორმა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.


როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რეფორმის დეტალებთან დაკავშირებით მზად არის შეხვედრებისთვის და განხილვებისთვის.


„რაც შეეხება ამ რეფორმის დეტალებს, დეტალებთან დაკავშირებით, მზად ვართ სასაუბროდ. ამას ემსახურებოდა გუშინდელი შეხვედრაც, ამასთან დაკავშირებით მომავალშიც მზად ვართ შეხვედრებისთვის. არის ერთადერთი რამ, რაც არ გადაიხედება, ეს არის ის, რომ ამ სისტემას სჭირდება ფუნდამენტური ცვლილებები, ფუნდამენტური რეფორმა იმისათვის, რომ ქართველმა ახალგაზრდებმა მიიღონ სათანადო ხარისხის განათლება, ცოდნა ჩვენს უმაღლესი განათლების სისტემაში, ამას ვერ გადავხედავთ, ყველაფერი დანარჩენი შეგვიძლია, გავხადოთ მსჯელობის საგანი", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930