გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გია აბაშიძე: ყალბი ფასეულობების ტირაჟირებითა და ექსტრემიზმის წახალისებით, დიპლომატიიდან შორს მყოფმა პაველ ჰერჩინსკიმ, რომელმაც ჟურნალისტიკაში ევროკავშირის ე.წ. პრიზები გამოუწერა რადიკალიზმის პროპაგანდისტებს, აჩვენა, რომ საქართველოს მტრობა ჯილდოვდება

7-02-2026

ყალბი ფასეულობების ტირაჟირებითა და ექსტრემიზმის წახალისებით, დიპლომატიიდან შორს მყოფმა პაველ ჰერჩინსკიმ, რომელმაც ჟურნალისტიკაში ევროკავშირის ე.წ. პრიზები გამოუწერა რადიკალიზმის პროპაგანდისტებს, კვლავ აჩვენა, რომ საქართველოს მტრობა ჯილდოვდება/სპონსორდება, - ასე ეხმიანება ანალიტიკოსი, გია აბაშიძე, ჟურნალისტიკაში ევროკავშირის პრიზის გამარჯვებულების გამოვლენას, რომელთა შორის ასევე არის „რადიო თავისუფლების“ ჟურნალისტიც.


აბაშიძის განცხადებით, პაველ ჰერჩინსკი მის მიერ განხორციელებული ქმედებებით, რომლებიც გამოიხატება ანტისახელმწიფოებრივი ბენეფიციარებისთვის ჯილდოების გადაცემაში, ერევა ქართულ მართლმსაჯულებასა და სახელმწიფო შიდა საქმეებში.


„ყალბი ფასეულობების ტირაჟირებითა და ექსტრემიზმის წახალისებით, დიპლომატიიდან შორს მყოფმა პაველ ჰერჩინსკიმ, რომელმაც ჟურნალისტიკაში ევროკავშირის ე.წ. პრიზები გამოუწერა რადიკალიზმის პროპაგანდისტებს, კვლავ აჩვენა, რომ საქართველოს მტრობა ჯილდოვდება/სპონსორდება.

თაღლითი მამუკა ხაზარაძის ე.წ. „საბას“ პრემიას დაამსგავსეს ეს ე.წ. პრიზი ჟურნალისტიკაში - საკუთარ ანტისახელმწიფოებრივ ბენეფიციარებს აძლევენ რაღაც ჯილდოებს და თითქოს ამით დემოკრატიის განვითარებაში შეაქვთ წვლილი. ეს სამარცხვინო „ბულშითინგი“ დიდი ხანია გაშიფრულია საქართველოში.


ბინძური საქმიანობისთვის ევროებით არსებული ე.წ. მედიასაშუალებები, 24/7 წერენ ე.წ. „სინდისის“ თუ „პოლიტიკურ“ პატიმრებზე და მათ ასაჩუქრებს ევროკავშირის ელჩი, რითაც თავხედურად დეკლარირებს - ერევა ქართულ მართლმსაჯულებაში, ეწინააღმდეგება ჩვენს ლეგიტიმურ ხელისუფლებას.


რასაკვირველია, ჰერჩინსკი ამას დამოუკიდებლად არ აკეთებს, არაკომპეტენტური და არაშორსმჭვრეტელი კაია კალასის სამსახურის დაბალი რანგის ჩინოსნებისგან იღებს ინსტრუქციებს. შედეგი კი ისევ ნულოვანი აქვთ. კოლექტიური მზია ამაღლობლებისა და ავაზაკი ნაცრადიკალების გამფეტიშებლების დაჯილდოება ჰარაკირზე მეტია EUSSR-ის ე.წ. დიპლომატებისთვის ქართულ საზოგადოებაში“, - წერს გია აბაშიძე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728