გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი ჰანრაჰანი-დარსალიას შეხვედრაზე: 3 თებერვალს კონსტრუქციული საუბარი ჰქონდათ აშშ-სა და საქართველოს შორის საერთო ინტერესის საკითხებზე

8-02-2026

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ტომი პიგოტიმ  კომენტარი გააკეთა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალიას და სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის ბიუროს უფროსის ბრენდან ჰანრაჰანის შეხვედრაზე.


Independence Avenue Media-ს ინფორმაციით, პრესსპიკერმა დარსალია-ჰანრაჰანის შეხვედრის შესახებ განაცხადა, რომ „3 თებერვალს კონსტრუქციული საუბარი ჰქონდათ შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის საერთო ინტერესის საკითხებზე“.


როგორც Independence Avenue Media იტყობინება, ტომი პიგოტიმ მათ კითხვაზე პასუხად განაცხადა: „სამხრეთ კავკასიის რეგიონში თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს, რაც გამომდინარეობს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის პრეზიდენტ ტრამპის შუამავლობით 2025 წლის 8 აგვისტოს მიღწეული ისტორიული სამშვიდობო შეთანხმებიდან“.


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ შეხვედრის შემდეგ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ „აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში გამართული შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობების მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს“.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31