გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: გასული 2 წლის განმავლობაში მთავარი მიღწევა იყო სწორედ ის, რომ გავაჯანსაღეთ მართვის სისტემა და პრინციპული დარტყმა მივაყენეთ კორუფციას, რაც აუცილებელი პირობაა ქვეყნის განვითარებისთვის

8-02-2026

გასული 2 წლის განმავლობაში მთავარი მიღწევა მაინც იყო სწორედ ის, რომ ჩვენ გავაჯანსაღეთ მართვის სისტემა და პრინციპული დარტყმა მივაყენეთ კორუფციას, რაც არის აუცილებელი პირობა ქვეყნის განვითარებისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ "რუსთავი 2" -ის ეთერში განაცხადა.


როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, კორუფციის აღმოფხვრის მიმართულებით ძალიან კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგა.


„იყო სერიოზული გამოწვევები, ამაზე ჩვენ არ მოვერიდეთ საჯაროდ საუბარს. მიუხედავად იმისა, რომ ამას ჰქონდა თავისი უარყოფითი მხარე. ვხედავდით, რომ სპეკულაციებისთვისაც იყენებდნენ ჩვენს ბრძოლას კორუფციის წინააღმდეგ, თუმცა ჩვენ არ მოვერიდეთ ამ ყველაფერზე საჯაროდ საუბარს, მათ შორის იმ პრობლემებზე საუბარს, რომლებიც იყო გუნდის შიგნით. ჩვენ მიზნად დავისახეთ კორუფციის აღმოფხვრა. ამ მიმართულებით გადაიდგა ძალიან კონკრეტული ნაბიჯები. გასული 2 წლის განმავლობაში მთავარი მიღწევა მაინც იყო სწორედ ეს, რომ ჩვენ გავაჯანსაღეთ მართვის სისტემა და პრინციპული დარტყმა მივაყენეთ კორუფციას, რაც არის აუცილებელი პირობა ქვეყნის განვითარებისთვის", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031