გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: ჩვენ გვაქვს კონსტიტუციური ამოცანა, ეს არის ევროინტეგრაცია და ეს ამოცანა რჩება ამოცანად, თუმცა ვხედავთ პრობლემებს, რომლებიც არის ევროკავშირში, იმედი უნდა დავიტოვოთ, რომ ევროკავშირი საკუთარ თავში იპოვის შემობრუნების ძალას

8-02-2026

ჩვენ გვაქვს კონსტიტუციური ამოცანა, ეს არის ევროინტეგრაცია და ეს ამოცანა რჩება ამოცანად, თუმცა ვხედავთ პრობლემებს, რომლებიც არის ევროკავშირში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ "რუსთავი 2" -ის ეთერში განაცხადა.


როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, გაუფასურებულია ისეთი ღირებულებები ევროკავშირში, როგორიც არის დემოკრატია, ადამიანის უფლებები, სიტყვის თავისუფლება, მედიის თავისუფლება და ეს ტენდენცია ამ ეტაპზე შეუქცევადია.


„ჩვენ ყურადღებით უნდა დავაკვირდეთ მოვლენების განვითარებას და იმედი უნდა დავიტოვოთ, რომ ევროკავშირი საკუთარ თავში იპოვის შემობრუნების ძალას და ეს უარყოფითი ტენდენციები, იმედი გვაქვს, რომ შეიცვლება დადებითისკენ. ასეთ შემთხვევაში რა თქმა უნდა, საქართველოსთვის საინტერესოა ევროკავშირში გაწევრიანება. ჩვენი ამოცანა რჩება ამოცანად და ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობებიდან გამომდინარე ვალდებულებები ჩვენი მხრიდან შესრულდეს", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930