გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პოლიციამ გორში ცეცხლის წაკიდებით სხვისი ნივთის განადგურებისა და მუქარის ბრალდებით - 2 პირი დააკავა

9-02-2026

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცეცხლის წაკიდებით სხვისი ნივთის განადგურებისა და მუქარის ბრალდებით, ორი პირი: 1992 წელს დაბადებული მ.ნ. და 1995 წელს დაბადებული წარსულში ნასამართლევი მ.მ. დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. 


„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მ.ნ. კონფლიქტის ნიადაგზე სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა - 1978 წელს დაბადებულ გ.გ.-ს და მის ოჯახის წევრებს.


აღნიშნული კონფლიქტის შესახებ ცნობილი გახდა მ.მ.-სთვის, რომელმაც გ.გ-ს ავტომანქანის დაზიანება განიზრახა, ცეცხლი წაუკიდა.


სამართალდამცველებმა საქმეზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მ.ნ. და მ.მ. ბრალდებულის სახით დააკავეს.


გამოძიება სისხლის სამართლის 151-ე და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728