გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საქართველოს ტურისტულ პოტენციალს ინდოეთის უმსხვილეს გამოფენაზე OTM Mumbai 2026 გაეცნენ

9-02-2026

საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ინდოეთში, მუმბაიში საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში OTM Mumbai 2026 მიიღო მონაწილეობა.


ინდოეთში უმსხვილეს და აზიის ქვეყნებში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან გამოფენაზე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია 32 კერძო კომპანიასთან და სახელმწიფო ორგანიზაციასთან ერთად წარდგა.


გამოფენის ფარგლებში, საქართველოს სტენდთან ქვეყნის ტურისტული მიმართულების შესახებ პრეზენტაცია გაიმართა.


OTM Mumbai 2026-ის სტუმრებმა ინფორმაცია მიიღეს საქართველოს კურორტებისა და ტურისტული პროდუქტების შესახებ.


OTM Mumbai 2026-ზე, B2B ფორმატში, შეხვედრები შედგა ინდურ კომპანიებთან ინდოეთიდან საქართველოში მაღალმხარჯვეული ტურისტული სეგმენტის მოსაზიდად.   ქართული სასტუმროებისა და ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებმა ინდოელ კოლეგებთან თანამშრომლობისა და საქართველოში ტურისტული პაკეტების შემუშავების თემები განიხილეს.  

 

მუმბაის ტურისტულ გამოფენას 50 ათასზე მეტი ვიზიტორი ეწვია, OTM Mumbai 2026-ზე 60-ზე მეტი ქვეყნიდან 1000-ზე მეტი კომპანია იყო წარდგენილი.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივნისი 2026    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930