გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: რა კონცეფციაც დამტკიცდა, აუცილებლად განხორციელდება ყოველგვარი კომპრომისების გარეშე, ერთი მარტივი მიზეზის გამო - ეს სჭირდება ქართველ ახალგაზრდას, სტუდენტს, რომ მან მიიღოს მომავალში მაღალი ხარისხის განათლება ჩვენს უნივერსიტებში

9-02-2026

რა კონცეფციაც დამტკიცდა, თავისი ყველა ელემენტით, ის აუცილებლად განხორციელდება ყოველგვარი კომპრომისების გარეშე, ერთი მარტივი მიზეზის გამო - ეს სჭირდება ქართველ ახალგაზრდას, ქართველ სტუდენტს, რომ მან მიიღოს მომავალში მაღალი ხარისხის განათლება ჩვენს უნივერსიტეტებში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.


პრემიერის თქმით, ეს არის პრინციპული ამოცანა.


„მკაფიოდ განვაცხადე რამდენჯერმე, რომ ყოველგვარი კომპრომისების გარეშე განხორციელდება რეფორმა, დამტკიცებული კონცეფციის შესაბამისად. რაც შეეხება უნივერსიტეტების გაერთიანების საკითხს, არ მითქვამს არც ერთხელ, რომ ვიქნებოდით უკომპრომისოები, ხისტად პრინციპულები და ა.შ. პირიქით, ჩვენ ველოდებოდით, გუშინაც ვიცოდით, რომ გვექნებოდა დღეს კონსულტაციები ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან, შესაბამისად, გაერთიანებასთან დაკავშირებით არც ერთხელ არ გამიკეთებია რაიმე ხისტი და მკაცრი კომენტარი. ხისტი და მკაცრი კომენტარი ახლაც შემიძლია გავაკეთო კონცეფციის განხორციელებასთან დაკავშირებით. რა კონცეფციაც დამტკიცდა, თავისი ყველა ელემენტით, ის აუცილებლად განხორციელდება ყოველგვარი კომპრომისების გარეშე, ერთი მარტივი მიზეზის გამო - ეს სჭირდება ქართველ ახალგაზრდას, ქართველ სტუდენტს, რომ მან მიიღოს მომავალში მაღალი ხარისხის განათლება ჩვენს უნივერსიტეტებში, ეს არის პრინციპული ამოცანა", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930