გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კასპში, 2026 წლის „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო

9-02-2026

კასპის მუნიციპალიტეტში, 2026 წლის „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო.


შეხვედრის მიზანი პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების შერჩევაა.


კასპის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე საკრებულოს თავმჯდომარესთან შოთა ბეგლარაშვილთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობებთან ერთად მეტეხის და ქვემო გომის ადმინისტრაციული ერთეულის 6 სოფლის მოსახლეობას შეხვდა.


სოფელ მეტეხში, ბარნაბიანთკარში, სადგურ მეტეხის დასახლებაში, ქვემო გომში, ნიაბში და ბორტაში ადგილობრივებმა პროექტები ხმათა უმრავლესობით შეარჩიეს.


საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან „სოფლის მხარდაჭრის პროგრამი“-ს ფარგლებში კასპის მუნიციპალიტეტისათვის გამოყოფილია 950 000 ლარი.


თანხა განაწილებულია მუნიციპალიტეტის 73 სოფელზე, მცირე ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930