10-02-2026
თუ იცის ბატონმა ლევანმა რამდენია დღეს ქვეყნის ბიუჯეტი, რამდენი სჭირდება პენსიის მომატებას 200 ლარით? ამას თუ იტყვის, მერე თქვას, რას მოაკლებდა ამ თანხას, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის გადაცემა „დებატებში" ლევან გოგიჩაიშვილის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც პენსიების ზრდას შეეხებოდა.
მთავრობის მეთაურის თქმით, 2 მლრდ-ზე მეტი სჭირდება,რეალურად, პენსიების გაზრდას 200 ლარით და პასუხი კითხვაზე, თუ რას უნდა მოაკლდეს ეს თანხა, ოპონენტისგან ვერ მიიღო.
„2 მლრდ-ზე მეტი სჭირდება, რეალურად, პენსიების გაზრდას 200 ლარით. მარტივად დავსვი კითხვა - რას მოაკლებდა. რომ ავიღოთ მთელი სუს-ის ბიუჯეტი და სუს-ში უამრავი ადამიანია დასაქმებული, იქ ხელფასები გაიცემა. ხელფასები 3 მლრდ 420 მლნ-ია საჯარო სამსახურში. ამის ძირითადი ნაწილი არის პოლიცია, ძალოვანი სტრუქტურები, თავდაცვის სფერო. რას მოაკლებდა ლევან გოგიჩაიშვილი? ჯარისკაცები შევამციროთ, ჯარისკაცებს ხელფასები მოვაკლოთ, თუ პოლიციელები შევამციროთ და მათ ხელფასები მოვაკლოთ. თუ იგივე სუს-ი შევამციროთ და ხელფასები მოვაკლოთ. თქვენ იცით, რომ საქართველო არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა, საერთაშორისო რეიტინგებით არის აღიარებული, მაღალი სანდოობით მოსარგებლე საერთაშორისო რეიტინგებით და სუს-ი უნდა გავაუქმოთ, რომელიც ამ უსაფრთხოებაზეა პასუხისმგებელი? სულ რომ გააუქმო, შეიძლება მაინც არ ეყოს პენსიების გაზრდას 200 ლარით. ამიტომ მარტივი კითხვა დავსვი, არა დემაგოგიურად, არამედ კონკრეტულად უნდა გვიპასუხონ - რომელ სფეროს მოაკლებენ, განათლებას, სოციალურს, რომელიც არის ბიუჯეტში 34%, მესამედზე მეტი ბიუჯეტისა ხმარდება ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხებს. ჯანდაცვას მოაკლებდნენ, სოციალურ საკითხებს, განათლებას, კულტურას, სპორტს, თუ რას? პასუხი ამაზე ვერ მივიღე, შესაბამისად, შეგვიძლია თემა დახურულად ჩავთვალოთ,"- განაცხადა პრემიერმა.
| « აპრილი 2026 » | ||||||
|---|---|---|---|---|---|---|
| ო | ს | ო | ხ | პ | შ | კ |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | ||
| 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 |
| 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 |
| 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 |
| 27 | 28 | 29 | 30 | |||