გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მარიამ ქვრივიშვილი: ჩვენი პოლიტიკა სრულად მიმართულია ეკონომიკური დარგების მხარდაჭერასა და მეწარმეობის გაძლიერებაზე და იმისკენ, რომ თითოეული ჩვენი მოქალაქის კეთილდღეობაზე ერთობლივად ვიზრუნოთ

10-02-2026

„ჩვენ მნიშვნელოვანი, მაგრამ რთული პროცესის შუა ფაზაში ვართ. ერთი მხრივ, სახელმწიფომ აიღო პოლიტიკური ტვირთი და გულწრფელად, გამჭვირვალედ დაიწყო საუბარი ისეთ პრობლემაზე, რომელიც განსაკუთრებით აწუხებს ჩვენს მოსახლეობას. მეორე მხრივ, ეს გამჭვირვალე პროცესი და დიალოგი მიმდინარეობს კერძო სექტორთან ერთად. დარწმუნებული ვარ, საერთო ძალისხმევით ვუპასუხებთ აღნიშნულ გამოწვევებს და საბოლოო ჯამში, გონივრული ზღვრით შევძლებთ სამომხმარებლო ფასების შემცირებას," - ასე შეაჯამა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის ეთერში პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით გამართულ დებატებში თავისი გამოსვლა.


როგორც მარიამ ქვრივიშვილმა აღნიშნა, დებატების მსვლელობისას საუბარი წარიმართა სხვა პრიორიტეტებზეც, რომლებიც უკავშირდება სამომხმარებლო ბაზარზე არსებულ ვითარებას.


„გვქონდა შესაძლებლობა, გვესაუბრა სხვა პრიორიტეტებზეც, რომლებიც ამ გამოწვევასთან ბმაშია და გულისხმობს ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობას, ქართული პროდუქციის მეტად ხილვას ადგილობრივ მარკეტებზე, მათ ხელშეწყობას, მათ შორის, საექსპორტო ბაზრებზე წვდომასთან დაკავშირებით. ჩვენი პოლიტიკა სრულად მიმართულია ეკონომიკური დარგების მხარდაჭერასა და მეწარმეობის გაძლიერებაზე და იმისკენ, რომ თითოეული ჩვენი მოქალაქის კეთილდღეობაზე ერთობლივად ვიზრუნოთ," - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივნისი 2026    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930