გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
წლინახევრის ბავშვი ავარიას ემსხვერპლა - მანქანის მძღოლი 18 წლის გოგოა

29-11-2018

18 წლის გოგოს, რომელიც ავტომანქანით ლისი ტბაზე წლინახევრის ბავშვს დაეჯახა, ბრალი წარუდგინეს.

 

როგორც "პრაიმტაიმს" შსს-ში განუცხადეს, მას ბრალი 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით ედება, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა. აღნიშნული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.

 

ლისის ტბაზე ავტოავარია ორი დღის წინ მოხდა. წლინახევრის ბავშვი და-ძმასთან და მამასთან ერთად ფეხითმოსიარულეთათვის განკუთვნილ ბორდიულზე სეირნობდა, რა დროსაც მას ავტომანქანა დაეჯახა.


alia.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728