გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთეს - დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე

10-02-2026

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში შემოტანის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე - 1990 წელს დაბადებული ა.ხ. დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. 


„სამართალდამცველებმა ირანის მოქალაქე თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს. ბრალდებულის პირადი და ხელბარგის ჩხრეკისას ჰერმეტულად დალუქულ ქილებში მალულად მოთავსებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 1 კილო და 300 გრამი „მარიხუანა" და ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი აბები ნივთმტკიცებადაა ამოღებული.


საპოლიციო ღონისძიება ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა ერთობლივად ჩაატარეს.


გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 262-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031