გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: ევროპული ბიუროკრატია ავლენს ორმაგ სტანდარტებს, დაიწყეს ღიად საუბარი რუსეთთან პირდაპირი დიალოგის აუცილებლობაზე

10-02-2026

ევროპული ბიუროკრატია ავლენს ორმაგ სტანდარტებს, იმედი გვაქვს, რომ რუსეთთან პირდაპირი დიალოგის აღდგენის შემდეგ, საქართველოსთანაც მოახერხებენ პირდაპირი დიალოგის აღდგენას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.


როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, დაიწყეს ღიად საუბარი რუსეთთან პირდაპირი დიალოგის აუცილებლობაზე, მაშინ, როდესაც დღემდე საქართველოსთან არ აქვთ აღდგენილი პირდაპირი დიალოგი იმ საბაბით, რომ „საქართველო არის პრორუსული თუ რუსული ხელისუფლების მქონე ქვეყანა".


„ხედავთ, სადამდე არის დაცემული ეს სტანდარტები ევროპულ ბიუროკრატიაში. ვნახოთ, იმედი გვაქვს, რომ რუსეთთან პირდაპირი დიალოგის აღდგენის შემდეგ, საქართველოსთანაც მოახერხებენ პირდაპირი დიალოგის აღდგენას", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31