გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თამარ იოსელიანმა უსაფრთხო ინტერნეტის დღისადმი მიძღვნილ ონლაინ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

10-02-2026

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთი ციფრული გარემოს ხელშეწყობა, სადაც ინტერნეტის ხელმისაწვდომობა თანხვედრაშია უსაფრთხოებასა და ნდობასთან. ჩვენი მიზანია ისეთი ციფრული გარემოს შექმნა, სადაც ინტერნეტი ემსახურება განათლებას, ინოვაციასა და ეკონომიკურ განვითარებას, ხოლო მოქალაქეები,  განსაკუთრებით ბავშვები, დაცულნი არიან ონლაინ რისკებისგან," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანმა უსაფრთხო ინტერნეტის დღისადმი მიძღვნილ ონლაინ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას.

როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, სამინისტრომ საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო კავშირის ITU-ს მხარდაჭერით მოამზადა „საქართველოში ონლაინ უსაფრთხოების შეფასების ანგარიში და რეკომენდაციები", რომელიც ეფუძნება კვლევებს, გამოკითხვებსა და ანალიზს. „საქართველო ერთ-ერთი ლიდერია რეგიონში ინტერნეტის ხელმისაწვდომობის კუთხით და ეს მაჩვენებელი ფართოზოლოვანი ინტერნეტ-ინფრასტრუქტურის პროექტის განხორციელების შემდეგ კიდევ უფრო მეტად გაიზრდება. ჩვენი მიზანია, ბიზნესთან, ტექნიკურ საზოგადოებასა და სამოქალაქო ორგანიზაციებთან ერთად შევიმუშაოთ ინტერნეტის უსაფრთხო გამოყენების წესები, რათა ინტერნეტი იყოს მხოლოდ განვითარებისკენ მიმართული რესურსი," - აღნიშნა თამარ იოსელიანმა.

„Safer Internet Day 2026" გლობალური ინიციატივაა, რომელიც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს თანაორგანიზებით წელს მერვედ ჩატარდა. წელს „უსაფრთხო ინტერნეტის დღის სლოგანია „ერთად უკეთესი ინტერნეტისთვის.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728