გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ქეთევან მიქიაშვილი ოპოზიციის მხარდამჭერებს: გამოყენებული ხართ მიზნებისთვის, რომელიც არც ამ ქვეყანას სჭირდება და არც გულწრფელია, უბრალოდ კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფების ინტერესებს ემსახურება

10-02-2026

არქეოლოგი ქეთევან მიქიაშვილი სოციალურ ქსელში რადიკალური ოპოზიციის მხარდამჭერებს მიმართავს.


მიქიაშვილი მათ გამოფხიზლებისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ ის ხალხი, რომელიც რუსთაველზე ყოველ საღამოს დგას, გამოყენებულია კონკრეტული ჯგუფის მიზნების შესასრულებლად, მაგალითად კი მომღერალი ლელა წურწუმია და მისი მეუღლე, "მამულიჩა" მოჰყავს, რომლებიც „დუბაიში იმყოფებიან გასართობად და "ფულის საკეთებლად", რომლებიც მხოლოდ სიტყვიერად არიან მათ მხარეს“.


“რუსთაველზე რომ ყოველ საღამოს 150 ადამიანი დგას, აი სწორედ მაგ ხალხს მოგმართავთ - გამოყენებული ხართ მიზნებისთვის, რომელიც არც ამ ქვეყანას სჭირდება და არც გულწრფელია, უბრალოდ კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფების ინტერესებს ემსახურება. თორე, ვინც სიტყვით თქვენკენაა, ყველა გულაობს და ფულს აკეთებს. აგერ მაგალითი - მამულიჩა და მისი ცოლი ახლა დუბაიში გულაობენ. დროა ცოტა გამოფხიზლდეთ!”- წერს ქეთევან მიქიაშვილი.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031