გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი ავალიანი "კოდას" წარმოების დირექტორი: ჩვენი მხრიდან მოხდა ფასის კლება და არ გვინდა, რომ ფასის შემცირება იყოს მხოლოდ კომპანიის, მწარმოებლის, ხარჯზე. ამისთვის კომპლექსური მუშაობა არის საჭირო, შესაბამისად ჩვენ მზად ვართ

11-02-2026

კომპანია „კოდას“ წარმოების დირექტორმა, გიორგი ავალიანმა  სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე განაცხადა სრული მზაობა პროცესში მონაწილეობასთან დაკავშირებით.

 

მისი განცხადებით,  მწარმოებლებს არ სურთ, რომ ფასების შემცირება მხოლოდ მათ ხარჯზე მოხდეს და ამისათვის საჭიროა კომპლექსური მუშაობა.

 

„ჩვენი კომპანიის სახელით მინდა გითხრათ, რომ ნებისმიერ ფორმატში, ნებისმიერ საკითხზე  გახსნილი რიცხვებით შეგვიძლია, რომ ჩართულები ვიყოთ ამ პროცესში. ჩვენი მხრიდან მოხდა ფასის კლება და  არ გვინდა, რომ ფასის შემცირება იყოს მხოლოდ კომპანიების, მწარმოებლის  ხარჯზე,  ამისთვის კომპლექსური მუშაობა არის საჭირო, შესაბამისად ჩვენ მზად ვართ, ნებისმიერ ფორმატში ჩართულები ვიყოთ,“- განაცხადა გიორგი  ავალიანმა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივნისი 2026    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930