გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დუშეთის მდინარეების შენაკადები „წითელი ნუსხის“ სახეობა ნაკადულის კალმახის 18 000 ქვირითით დათევზიანდა

11-02-2026

დუშეთის მუნიციპალიტეტის მდინარეების შენაკადები  „წითელი ნუსხის“  სახეობა ნაკადულის კალმახის განაყოფიერებული 18 000 ქვირითით დათევზიანდა.


დათევზიანების პროცესში ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები მონაწილეობდნენ.


საქართველოს ბიომრავალფეროვნების მოწყვლადი სახეობების აღდგენა და გამრავლება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება.


„წითელი ნუსხის“ სახეობა ნაკადულის კალმახის აღდგენის პროექტს ველური ბუნების ეროვნული სააგენტო 2016 წლიდან ახორციელებს. თანამედროვე სტანდარტების საშენ მეურნეობაში, სააგენტოს სპეციალისტების მიერ, ყოველწლიურად მიმდინარეობს ნახევარ მილიონზე მეტი კალმახის ქვირითს წარმოება. განაყოფიერებული ქვირითის მდინარეებში  განთავსება მსოფლიოს მასშტაბით აპრობირებული მეთოდია და მაქსიმალურად ზრდის ნაკადულის კალმახის ბუნებრივად გამოჩეკის პროცესს.


აღსანიშნავია, რომ პროექტი მოიცავს მონიტორინგის კომპონენტსაც.  ამ დროისთვის ჩატარებული კვლევები ადასტურებს , რომ სახეობის ველურ ბუნებაში გამრავლების პროცესი წარმატებით მიმდინარეობს. 


ნაკადულის ანუ მდინარის კალმახი 2006 წლიდან შეტანილია  „წითელ ნუსხაში“ და  მინიჭებული აქვს მოწყვლადის კატეგორია.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728