გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
dailymail: კანადის ერთ-ერთ სკოლაში შეჭრილი შეიარაღებული თავდამსხმელი, რომელმაც რამდენიმე ადამიანი მოკლა, 18 წლის ტრანსგენდერი აღმოჩნდა

12-02-2026

თავდამსხმელი, რომელმაც დედის და ძმის მკვლელობის შემდეგ, ცეცხლი გახსნა კანადის ქალაქ ტამბლერ რიჯის საშუალო სკოლის ბიბლიოთეკაში, რასაც ექვსი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 18 წლის ტრანსგენდერი, ჯესი ვან რუტსელაარი აღმოჩნდა.


გამოცემა Dailymail-ი აქვეყნებს კანადის ისტორიაში სკოლაში განხორციელებული მეორე ყველაზე სისხლიანი სროლის ავტორის ფოტოს, რომელზეც მას ხელში ავტომატი უჭირავს.


რუსტელაარის თავდასხმის შედეგად, მოკლული იქნა მასწავლებელი, ასევე, 13-დან 17 წლამდე ასაკის სამი გოგონა და ორი ბიჭი.


მსროლელმა სკოლაში თავი მოიკლა. მანამდე კი, CTV News-ის ცნობით, მან დედა, ჯენიფერი, და ძმა, ემეტი, მათსავე სახლში მოკლა.


კანადის პოლიციის განმარტებით, რუსტელაარმა საკუთარი თავის ქალად იდენტიფიცირება ექვსი წლის წინ, 12 წლის ასაკში დაიწყო და წლების განმავლობაში, მის სახლში არაერთი გამოძახება დაფიქსირდა მისი ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების გამო.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31