12-02-2026
2025 წლის ბიუჯეტი რომ შევაჯამოთ, შესრულდა გადაჭარბებით შემოსავლის ყველა კატეგორიაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, შემოსულობების ჯამურმა მაჩვენებელმა 32 400 000 000 ლარს გადააჭარბა, რაც იყო გეგმის 100.9%.
„კონკრეტულად საგადასახადო შემოსავლებიც გადაჭარბებით შესრულდა, რომელმაც 25.5 მლრდ ლარზე მეტი შეადგინა. აქაც, გეგმა არის გადაჭარბებით შესრულებული.
გასულ წელს ასევე მივაღწიეთ საბიუჯეტო დეფიციტის ისტორიულ მინიმუმს. მან შეადგინა მთლიანი შიდა პროდუქტის 1.4%. ასევე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, შემცირდა მთავრობის ვალის მაჩვენებელი, მისმა მოცულობამ გასული წლის ბოლოსთვის შეადგინა მთლიანი შიდა პროდუქტის 34.4%. მინდა შეგახსენოთ, რომ 2020 წელს ჩვენმა ვალმა 60%-ს გადააჭარბა. ეს მაჩვენებელი არის ჩამოსული მთლიანი შიდა პროდუქტის 34.4%-მდე. ამ პროცენტული წილის შემცირება არის დაგეგმილი მიმდინარე წელსაც. წლის ბოლოს გვექნება კიდევ უფრო დაბალი მაჩვენებელი.
2026 წლის ბიუჯეტი დაგეგმილია 36 300 000 000 ლარამდე, რაც გასული წლის ფაქტიურ მაჩვენებელს 4 300 000 000 ლარით აღემატება.
კონკრეტულად ინფრასტრუქტურის განვითარებაზე ცალკე მინდა აღვნიშნო, წელს 8 მლრდ ლარზე მეტი მიიმართება", - განაცხადა პრემიერმა.
ირაკლი კობახიძემ მადლობა გადაუხადა ფინანსთა მინისტრს ძალიან მნიშვნელოვანი გაწეული სამუშაოსთვის, რისი შედეგიც არის ბიუჯეტის სათანადოდ შესრულება და ახალი ბიუჯეტის სათანადოდ დაგეგმვა.
| « აპრილი 2026 » | ||||||
|---|---|---|---|---|---|---|
| ო | ს | ო | ხ | პ | შ | კ |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | ||
| 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 |
| 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 |
| 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 |
| 27 | 28 | 29 | 30 | |||