გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სოფელ გურიფულში, ხობი-უტორას დამშრობ მასივზე შემკრები არხები იწმინდება

13-02-2026

შპს „საქართველოს მელიორაცია“ ხობის მუნიციპალიტეტში სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების სამუშაოებს აქტიურად ახორციელებს, რაც მიზნად ისახავს არსებული დამშრობი სისტემების ფუნქციონირების გაუმჯობესებას და, შედეგად, სასოფლო-სამერნეო დანიშნულების მიწების ეფექტიანი გამოყენების ხელშეწყობას.


ამ ეტაპზე, სოფელ გურიფულში, ხობი-უტორას დამშრობ მასივზე შემკრები არხების გაწმენდის სამუშაოები მიმდინარეობს. საერთო ჯამში, გათვალისწინებულია 2050-მეტრიანი მონაკვეთის გაწმენდა; ამ დროისთვის, უკვე მოწესრიგებულია 900-მეტრამდე სიგრძის მონაკვეთი. 


სამუშაოების დასრულების შედეგად, 25 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე  მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება არხებში წყლის გამტარიანობა, შემცირდება დატბორვის რისკები, რაც მოსავლიანობის ზრდას შეუწყობს ხელს.


აღნიშნული პროექტი 26 იანვარს დაიწყო და, გეგმის მიხედვით, თებერვლის ბოლოს დასრულდება.

შპს „საქართველოს მელიორაცია“ ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში არხების გაწმენდით სამუშაოებს ინტენსიურ რეჟიმში ატარებს, რაც სამელიორაციო სისტემების ეფექტიან ფუნქციონირებასა უზრუნველყოფს.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31