გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თხილეულის მწარმოებელი კომპანია „ქალაქურის“ დამფუძნებელი მურად ღოღაძე აცხადებს, რომ ქსელის მიერ გაყიდულ პროდუქციაზე ანაზღაურების დალოდების პერიოდი 60-დან 80 დღემდე მერყეობს

13-02-2026

სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე, ხილის, ბოსტნეულის, წვენების და ჯემების ადგილობრივი მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლებს უსმენენ.


როგორც თხილეულის და „სნექების“ მწარმოებელი კომპანია „ქალაქურის“ დამფუძნებელმა მურად ღოღაძემ განაცხადა, პრობლემა არსებობს რეალიზაციის კუთხით.


„პრობლემაა რეალიზაცია, რომელიც ვერ განსაზღვრავს ჩვენ მიერ გადატვირთულ და კაპიტალის მიერ ჩადებულ ინვესტიციას, უკან დაბრუნებულს, რომელსაც ჩვენ გადავტვირთავთ, პირობითად, 1000 ლარს, იქიდან შეიძლება ჩვენ დაგვიბრუნდეს 700 ლარი“, - აღნიშნა მან.


კითხვაზე, აქვთ თუ არა შესაძლებლობა, რომ გაყიდული პროდუქცია აკონტროლონ და გაყიდულ პროდუქციაზე მომენტალურად ანაზღაურებას იღებენ თუ არა, ღოღაძემ უპასუხა: „არა, გამორციხულია. ჩემთან მიმართებით არ არის ასე. დალოდების პერიოდი გაყიდულ პროდუქციაზე 60, შეიძლება 80 დღეა“.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031